10 იან 2020 16:48 1155

"ნაცმთავრობის ხელფასები სოროსს კი ბრალდებოდა, მაგრამ - ის სოროსი ბიძინა იყო"

 

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

"იმ ცხრაგზის წყეული ცხრაწელის მესამე წელს, ანუ ოცდახუთი წლის წინ:

ნინო ბურჯანაძე იყო ნაცხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე;

ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი;

სალომე ზურაბიშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი;

ზურაბ ნოღაიდელი – ჯერ ფინანსთა მინისტრი და მერე პრემიერი;

გოგა ხაინდრავა – სახელმწიფო მინისტრი და გია ვოლსკი მისი პირველი მოადგილე;

სოზარ სუბარი სახალხო დამცველი და ბაჩო ახალაია მისი პირველი მოადგილე;

ვასილ მაღლაფერიძე – ნაცმოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის წევრი და მერე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი;

ირაკლი ალასანია – საქართველოს წარმომადგენელი გაეროში.

ბიძინა ივანიშვილი – ნაცმთავრობის ხელფასების მთავარი დამფინანსებელი. სოროსს კი ბრალდებოდა ეს ამბავი, მაგრამ სინამდვილეში ის სოროსი ბიძინა იყო;

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი, გვარს არ დავასახელებ და ამჟამინდელი ლიდერი, საერთოდ 2012 წლამდე იყო ნაცმოძრაობის დეპუტატი, ხოლო პარტიის წევრი 2013 წლამდე;

მაჟორიტარებზე, პროკურორებზე, პოლიციელებზე და მოსამართლეებზე აღარაფერს ვამბობ. მათი ჩამოთვლა რომ დავიწყო, ცუკერბერგის ფორმატი არ მეყოფა.

და თუ ვინმე იკითხავს, თავად სად ბრძანდებოდით მაგ დროსო, მოგახსენებთ, რომ ვიყავი პარლამენტის წევრი და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე.

ჰოდა, იმის თქმა მინდა: ცხრაწელი, ცხრაწელიო რომ გაიძახით, ექვსი წელი მაინც თქვით, ექვსი!"