10 იან 2020 17:02 2350
სამართალდამცველებმა სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურს, მამა გიორგის (ლაშა ჩიქოვანი) ბრალი წარუდგინეს.
სასულიერო პირს ყოფილი მეუღლის, ნინა ჩიქოვანის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ედება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლით, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.
მოქალაქე ნინა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნინა ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე, მოქმედი სასულიერ პირი მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.