10 იან 2020 18:44 1066

"შავი სიის" მოსამართლე არევაძე ნიკა გვარამიას შეეკრა?

 

 

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე არევაძემ, განაცხადა, რომ მას ნიკა გვარამიას დაკავების მოთხოვნა შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა.

კარგია ჰუმანიზმი.

აბა, რა - შერჩევითი რომ არ იყოს - რა უჭირდა, მოსამართლის შეურაცხყოფისთვის უამრავი ხალხი ვიცი ათასობით ლარით დაჯარიმებული და დაკავებულიც.

და ნიკა გვარამიასი შეგრცხვათ?

აბა, შეგეშინდათ?

აბა, გიყვართ ნიკა გვარამია, ბატონო გიორგი?

იქნება, ვალში ხართ?

აბა, შეკრული ხართ გვარამიას და გვეღადავებით ერთად?

მოსამართლემ განაცხადა, იმიტომ ავირიდე საქმეო რომ პოლიემიკას დაემსგავსა პროცესიო და პროცესის დასაწყისში, გვარამიას გამოუცხადა, ახლა შენი პოსტეbის განხილვა და პოლემიკაო მინდაო და პოლემიკა თუ გინდათ, პოლემიკის გამო, რატომ იმალებით?

ძალიან კი იქადნებოდით მანამდე, აი, მოვიდეს პროცესზე, იმის გამო, რომ შეურაცხყოფა მომაყენა - და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეძახა - ნახეთ, რა ვუყოო და რა უყავით, ბატონო გიორგი?

კიდევ ერთხელ გაალანძღინეთ თავი გემრიელად, მერე 500 ლარით დაააჯარიმეთ და საქმე აიცილეთ.

ხოო, ჩირგვებში დამალვა ძალიან მაგარი დასჯაა.

ასე ეწყინება გვარამიას, თქვენ რომ აღარ იქნებით მისი მოსამართლე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება დასჯილი იქნება?

თქვენ მართლა არ ხართ ფხიზელი, ბატონო გიორგი!

მოდით ახლა მე დამაკავეთ, მე კი მომერევით.

რა საქმის აცილება და რა ლანძღვა-გინება - საქმე გაქვს? - განიხილე, არ გაქვს მტკიცებულება? - დახურე, რას კონცერტობთ, რას ემუქრებით და მერე გარბიხართ?

დრო გაგყავთ? სეირია?

კარგი, აი, დაგიკავებიათ აწი ვინმე სასამართლოს შეურაცხყოფისთვის რა!

 

 

ალია