10 იან 2020 18:52 950

საპატრიარქოს ფულის გათეთრებაში, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა?

 

 

“საპატრიარქოს ფულის გათეთრებაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა სახელებსა და გვარებს უახლოეს მომავალში გავასაჯაროებ, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობდა, ამ თემას ვიკვლევ და დაზუსტებით კვლევის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ”, - ეს სკანდალური განცხადება “შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა “2020NEWS“-თან გააკეთა.

ამასთან, როგორც გელაშვილი სააგენტოსთან აღნიშნავს, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვრიკაშვილის ინტერესიც იკვეთება.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება საპატრიარქოსა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი სპეცოპერაციით განხორციელდა. დამატებით ინფორმაციას კვლევის დასრულების შემდეგ გავასაჯაროებ“,- განაცხადა გელაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იცის ყველა იმ მაღალი იერარქიის სასულირო პირის ვინაობა, ვინც ფინანსურ მაქინაციებში დღემდე მონაწილეობს.

“ჩემი ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კარგად იცის ვინაობა ყველა იმ სასულიერო პირისა, რომელიც ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობს. ეს სასულიერო პირები ახლაც უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი გადასახადებს არ იხდიან, ფლობენ მიწებსა და ბიუჯეტიდან მილიონებს იღებენ“,- განუცხადა სააგენტოს გელაშვილმა.

“2020NEWS“ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გაგებას შეეცადა, თუმცა ექსპრემიერი სააგენტოსთან კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოდის.

 

2020 news.ge