10 იან 2020 21:04 1805

"იმათ გასაგონად, მინდა ვთქვა, სააკაშვილი უნდა წასულიყოო - საქართველო დღეს სომხეთზე ღარიბია"

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეო მიმართვას:

 

"ნიკოლა პაშინიანმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.

ასეთ რამე არ მომხდარა რათქმაუნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ,
არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების
შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.

მოდით ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს,
ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე.
ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა,  ეს იმათ გასაგონად, მინდა ვთქვა, სააკაშვილი უნდა წასულიყოო, მაგრამ...  რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს
არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე.

მოხდა ეს კატასტროფა და დღეს საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ოფიციალურად შეადგენს 4 000 დოლარს, იმდენივეს რამდენსაც შეადგენდა ჩემი მმართველობის დასასრულს. 

ვეჭვობ რომ ესეც ტყუილია, რაღაცას აფერისტობს შევარდნაძე (გულისხმობს ივანიშვილს, ალბათ - რედაქცია) და მგონი უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე 2012 წელს

დღეს როცა ჰკითხავენ ვინმე უცხოელს საქართველოზე, რა საქართველო! ეს არის ქვეყანა რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის
კურორტებზე არ არის წყალი!
მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი.
ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს! ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება გადაყვეს თან საფლავში ივანიშვილს,
მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება და აუცილებლად მოხდება"