10 იან 2020 22:14 1638
დაპირირება ევროპული საქრთველოს ოფისთან - "ოცნების" მხარდამჭერები "ევროპული საქართველოს" წევრის, ოთო კახიძისგან მოითხოვდნენ ბოდიშის მოხდას.
არსებული ინფორმაციით, ისინი აპროტესტებდნენ კახიძის განცხადებას, რომელიც მან ტროლებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ გააკეთა, კერძოდ, კი, როგორც სამოქალაქო აქტივისტები ბოლო დღეების მანძილზე წერენ - ოთო კახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ემიგრანტებს - რადგან, თქვა რომ გახარიას მხარდასაჭერი ვიდეოები ემიგრანტებმა კი არა, ბათუმის მაცხოვრებლებმა ჩაწერეს.
თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც იყო ერთი შემთხვევა, როცა ემიგრანტების ვიდეოში იყო ბათუმის მაცხოვრებელი და არ იყო განმარტებული, რომ ის ემიგრანტი არ არის.
"ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი და მოძრაობის "შეინარჩუნე სიცოცხლე" წევრი, შაკო კუჭაშვილი ოთო კახიძეს ხელითაც კი შეეხო. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, შაკო კუჭაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.