10 იან 2020 23:10 1467

ოთო კახიძის პირველი კომენტარი ინციდენტის შემდეგ

 

"ევროპული საქართველოს" წევრი, ოთო კახიძე, მედიასთან კომენტარს აკეთებს:

 

"მე რა განცხადებაც გავაკეთე, ის ეხებოდა კონკრეტულ ვიდეოს, რომელსაც ავრცელებდა სახელისუფლებო ტროლ-ფეიკ გვერდები და ასაღებდნენ ამ ვიდეოს - როგორც ემიგრანტების მხარდაჭერას და აღმოჩნდა შემდგომ, რომ ვითომ ემიგრანტები იყვნენ საჯარო მოხელეები, ბათუმის რომელიღაც აიპის თანამშრომლები

რაც შეეხება ინციდენტს, ამისთვის იყვნენ მოსულები, ჩვენ პროვოკაციას არ ავყევით, მცდელობა იყო, ფიზიკურ შეხებაში გადაზრდილი, ჩვენ ასე არ მოვიქეცით"