11 იან 2020 03:32 883

,,ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება» - ანიტას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

პატარა ანიტას მდგომარეობა რამდენიმე საათის წინ გართულდა და სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია:

,, 📢 ანიტა ოპერაციაზე შეყავთ!

მარიკომ ძალიან გთხოვათ ყველას რომ ილოცოთ ანიტასთვის!

 

ცოტახნის წინ დაფიქსირდა გულის გაჩერება.

 

როგორც ექიმებმა აცნობეს ოჯახს, გადაწყდა ეკმოს აპარატის ჩაყენება (ეს აპარატი გულს დაეხმარება მუშაობაში და მოგვაგებინებს 3-4 კვირას)

ამ წუთებში ელოდებიან ექიმ ბალაკრიშნანის მისვლას კლინიკაში.”

დაახლოებით ერთი საათის წინ კი ოპერაცია დასრულდა და ახლა კრიტიკული 4-6 საათის გასვლას ელოდება ყველა:

,, 📢 ანიტელებო ეკმოს აპარატი უკვე დაყენებულია!

 

👉🏻 განსაკუთრებულად კრიტიკული იქნება შემდეგი 4-6 საათი.

ეს დრო აჩვენებს რამდენად შეითვისებს აპარატს ორგანიზმი და როგორ აამუშავებს ბავშვის ორგანოებს.

‼️ კიდევ ერთხელ, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა, განსაკუთრებით გთხოვთ ნუ მიწერთ ანიტას მშობლებს პირად შეტყობინებებს, რადგან არც ფიზიკურად და არც მორალურად პასუხის გაცემის საშუალება არ აქვთ!"