11 იან 2020 13:08 573

ოკუპირებულ აფხაზეთში ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაულ ხაჯიმბა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება მანამ, სანამ საქართველოს ამ რეგიონში თვითგამოცხადებული ცესკო ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს.

შეგახსენებთ, სწორედ ეს იყო აფხაზეთში ოპოზიციის მოთხოვნა, სადაც პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები გაერთიანდნენ და მასობრივი მიტინგები მოაწყვეს, რის შემდეგაც მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა, რომელიც ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება. რუსეთმა ნურგალიევი მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ვითარების დასარეგულირებლად გამოგზავნა.