11 იან 2020 13:36 1977

ორ ძმას, მასწავლებლის მკვლელობისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

 

 

ჩერიკოვას ორ მკვიდრს, 21 და 19 წლის ძმებს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. საქმე თავად ალექსანდრ ლუკაშენკოს პირად კონტროლზე იყო აყვანილი.

 

ილია და სტანისლავ კოსცევებს ბრალი მასწავლებლის, ნატალი კოსტრეს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებათ. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოკლულის მშობლებს შეწყალება სთხოვეს.

"ისინი მთელი ღამე კლავდნენ ჩემს შვილს, შემდეგ ყელი გამოჭრეს და იმას ნანობდნენ, რომ მისი ჩაძირვა ვერ მოასწრეს"- აცხადებს მოკლული პედაგოგის დედა.

სასტიკი მკვლელობა ჩერიკოვოში 2019 წლის 10 აპრილს მოხდა.საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ ძმებმა მსხვერპლის სახლი დაწვეს. ხანძრის შემდეგ, აღმოჩენილ გვამს სხეულზე მრავლობითი ხასიათის ჭრილობები აღმოაჩნდა.

აღიარებით ჩვენებაში ძმები წერენ, რომ მათი გაღიზიანება მასწავლებლის საქციელმა გამოიწვია, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, რომ ისინი დანმას ატარებდნენ.

აღიარებით ჩვენებაში ძმებმა მასწავლებელი სიკვდილამდე მიიყვანეს, ურტყამდნენ გამეტებით, შემდეგ კი 130 ჭრილობა მიაყენეს. შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, სახლი გადაწვეს.