11 იან 2020 15:38 559

„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ „საგუშაგო“ მოაწყო

 

 

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსი შენდება, საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის მიმდებარედ ე.წ საგუშაგო მოაწყო, სადაც 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ.

აქციის მონაწილეებს განმარტებით, გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ სასამართლოს მიმართონ. აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვის კანონიერად გაცემასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ.

მათი შეფასებით, გუშინ სამართალდამცველებმა უკანონოდ იმოქმედეს და სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს აქციის მონაწილეები. ადგილობრივების თქმით, მათ იმედი არ აქვთ, რომ სამშენებლო კომპანია დათმობაზე წამოვა და სწორედ ამიტომ პროცესები სასამართლოს დარბაზში გადაინაცვლებს.

 

ფოტო: იმედინიუსი