11 იან 2020 16:18 813
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის წინაშეც, შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს.
მისი თქმით, მთავრობამ უმოკლეს დროში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ირანელი დევნილების დაშვების აკრძალვაზე.
“ასეულ ათასობით ირანელი მიგრანტი დაფუძნდა საქართველოში, საკმარისია რეგიონში მსხვილმაშტაბიანი ომი და ეს ასი ათასი იქცევა მილიონად. შვიდი დღე აქვს ივანიშვილს ვადა სხვა შემთხვევაში უკვე ჩამოთვლილ პირებზე დადგება მათი სანქცირების საკითხი,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.