11 იან 2020 16:29 922
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედის ზარს იხსენებს.
"ან კი ოდესმე შეიძლება დამავიწყდეს ან გამინელდეს მედიკოს სატელეფონო ზარი, მძინარემ რომ ვუპასუხე და ჩამესმა: - მარიამ მოდი, თემირლანი მოკვდა. აი ზუსტად ასე შემდეგ იქ გაქცევა, იქ ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი. გადმოვიტანეთ ცხედარი და გავყევი მანქანას ექსპერტიზის ბიუროსკენ. რამდენიმე წუთი მარტო აღმოვჩნდი და სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად ცხედართან. ყოველთვის მეშინოდა. აი მაშინ კი პირიქით, ვზრუნავდი და ვიცავდი მას. Maia Nikoleishvili არასდროს დავუვუწყებ იმ გულიან და ერთგულ მხარდაჭერას. ერთად ავედით, ხელით შეეხო ჯერ კიდევ ცოცხალს საავადმყოფოში, არ დაიზარა და სხეული დაუთვალიერა, მხარზე ნაკაწრია და რა არისო დეტალურად გამოიკვლია.. მეც მოვკიდე ხელი მაშინ, მოვკიდე და დიდხანს არ გავუშვი... თვალები დავხუჭე და გულში რაღაცეები ვუთხარი. შევპირდი. გავიდა კიდევ მესამე წელიც. როგორც ადრე ვთქვი კვლავ იგივეს გავიმეორებ, მხოლოდ დრო, დრო ამოხსნის ამოცანას.. სხვა ყველაფერი ფუჭია"- აცხადებს კუბლაშვილი.