11 იან 2020 16:34 807
C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აქტიურად საუბრობენ, საკითხზე, რომ საჩუქრად მიღებული წამლები გაყიდეს.
როგორც ირკვევა, ვადაგასულ პრეპარატებზე სუს-ში გამოძიებაა დაწყებული
არსებობს ვარაუდი, რომ ჯანდაცვის საინისტრომ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი პრეპარატები ჩამოწერა, ქვეყნიდან გაიტანა და გაყიდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სერგეენკოს თანამდებობა, სუს-ში ადწყებულ გამოძიებას შეეწირა.
"ეს პროგრამა ჩავარდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან ცუდი მენეჯმენტი და ცუდად წარმოებული საინფორმაციო კამპანია. ამას ემატება სიხისტე და არაკომპეტენტურობა იმ მხრივ რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და პირადად მაშინდელმა მინისტრმა, სერგეენკომ დააწესა ბარიერები პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის - ეს იყო საკმაოდ მაღალი გადასახადი.
გავრცელებული ინფორმაციაა და კულუარული საუბრები, რომ საჩუქრად მიღებული წამლებიგაყიდული იქნე სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით"- აცხადებს სერგი ჩიხლაძე.