11 იან 2020 19:20 568
თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ბოლო პერიოდში გრიპის ვირუსით მიმართვიანობის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია, - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ნატო გათენაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკას დღის განმავლობაში 60-80 პაციენტი აკითხავს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობა თითქმის არ იცვლება. დღის განმავლობაში ჩვენს კლინიკას აკითხავს დაახლოებით 60-დან 80-მდე პაციენტი, აქედან უმეტესობა გრიპის ვირუსით დაავადებული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის გრიპის ვირუსით. ხშირ შემთხვევაში, არის გართულებული მდგომარეობა პნევმონიით, რომლებიც ჰოსპიტალიზებას საჭიროებენ", - განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, პაციენტთა უმეტესობა მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით განაგრძობს.