11 იან 2020 21:04 1369
ვლადიმირ პუტინის მეგობარი რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. იგი გერმანიაში დღეს დილით ჩაფრინდა.
დაკავების მიზეზი სავარაუდოდ აშშ-ის სანქციების სიაა, რომელშიც პიროგოჟინი პირადადაც არის შეყვანილი, ისევე, როგორც მისი ნავთობკომპანია.
პრიგოჟინმა, რომელსაც პუტინთან ახლო ურთიერთობები აქვს, ბიზნესი პეტერბურგში რესტორნების ქსელის გახსნით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მისი კომპანია რუსეთში უმაღლესი თანამდებობის პირების კვების ორგანიზებით იყო დაკავებული, რის გამოც პრიგოჟინს "პუტინის მზარეულს" (повар Путина) ეძახოდნენ. გამოცემა "Деловой Петербург"-ი მის ქონებას 7,14 მილიარდ რუბლად აფასებს და პეტერბურგის 30 ყველაზე გავლენიან პირთა სიაში ჰყავს შეყვანილი.