12 იან 2020 04:39 1494

"მე შემიძლია ვამხილო ხაზარაძე" - ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

 

 

პირადად მე შემიძლია ვამხილო ხაზარაძე! ჩემს ირგვლივ სამწუხაროდ მოიძებნება რამოდენიმე ათეული ისეთი ოჯახი რომელსაც "თი ბი სი" ბანკმა გაუყიდა საცხოვრებელი!
- ხაზარაძე არის ტიპიური მევახშე და ამ ადამიანად წოდებულს ჰყოფნის იმის თავხედობა, რომ პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს! მოსახლეობის ხარჯზე, მათი უბედურებით, ცრემლით, ოფლით და სისხლით ნაშოვნზე მოხეირე და გაზულუქებული მევახშე!


სააკაშვილის დროს შეხმატკბილებული, რომ იყო დამნაშავე რეჟიმთან იმიტომაც არ მოსვლია აზრათ პოლიტიკოსობა! მაშინ ხალხის გატყავებით იყო დაკავებული! მიშა სულს აძრობდა, მამუკა ქონებას!


ps მის ირგვლივ გაერთიანებული ყველა პოლიტიკოსი პოტენციური მევახშეა -  "კოლექტიური ხაზარაძეები"! ეს სინდრომია!
pss ხელისუფლებამ რატომ ვერ მოიცალა ხაზარაძისთვის? ვერ თუ არ?! საკითხვაი ეს არის? ვითომ სერიოზულად არ აღიქვავს? თუ მამუკა ხელისუფლების პროექტია, ისევე როგორც ბოკერია ან "პატრიოტები"?!