12 იან 2020 11:49 1019
თეირანში გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად ირანის ხელისუფლებამ დიდი ბრიტანეთის ელჩი დააკა. რობერტ მეიკერი სამართალდამცველებს ერთი საათის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, რის შემდეგაც მაღალი რანგის დიპლომატი გაათავისუფლეს. ირანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ელჩის დაკავების მიზეზი რადიკალიზმის მხარდაჭერა გახდა.
ფაქტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი, რომელმაც მომხდარს "აღმაშფოთებელი ფაქტი და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა" უწოდა.
"ირანის ხელისუფლება არჩევანის წინაშეა. მას შეუძლია განაგრძოს სვლა სრული პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისკენ, ან აირჩიოს ნაბიჯები დეესკალაციისკენ", - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.