12 იან 2020 14:32 648
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო ოპერაციის დროს რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „თალიბანის“ ერთ-ერთი მეთაური მაჰიბულა ყუნდუზის პროვინციაში, იმამ-საიბის მხარეში მოკლეს. მაჰიბულა პაკისტანის მოქალაქე იყო.
ავღანეთის საჰაერო სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.