12 იან 2020 14:37 547
გალის რ-ნ სოფელ ჭუბურხინჯში წუხელ ღამით ცაავების ოჯახს თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა, მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ოჯახის უფროსმა სცადა, რა დროსაც მას თავის არეში ესროლეს.
ცაავების ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი დაჭრილის გადმოყვანას ზუგდიდში უშედეგოდ ცდილობდა, რადგან ოკუპანტებმა მის გადმოყვანაზე სპეციალური საშვი მოითხოვეს. ამ წუთებში დაჭრილს გადაუდებელი დახმარება სოხუმში საავადმყოფოში უტარდება.