12 იან 2020 14:48 684

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე საოჯახო თათბირი გაიმართება

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ სამეფო კარზე საოჯახო თათბირი მოიწვია, რომელიც 13 იანვარს გაიმართება. თათბირი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას მიეძღვნება, რომლებმაც 8 იანვარს სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს დატოვების შესახებ გააკეთეს განცხადება. ისინი ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.

 

თათბირს უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი დაესწრებიან, ხოლო მეგან მარკლი, სავარაუდოდ, მათ კანადიდან ტელეფონის მეშვეობით ჩაერთვება.