12 იან 2020 15:55 775
ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული უკრაინელების ოჯახები უკრაინის მთავრობისგან კომპენსაციის სახით 200 ათას გრივნას (8,3 ათას დოლარს) მიიღებენ. ამის შესახებ Facebook-ზე ქვეყნის პრემიერმინისტრი ოლექსი გონჩარუკი წერს.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება მონრეალის კონვენციით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდას გააკონტროლებს და დაზარალებულებს ირანისგან შესაბამისი თანხების მიღებაში დაეხმარება.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა/ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო.