12 იან 2020 15:58 602

ლაშა ჩხარტიშვილი, სამართალდამცველებს დევნაში ადანაშაულებს

 

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, სამართალდამცველებს დევნაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება 3 იანვარს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მის დაკავებას, რა დროსაც მას ადმინისტრაციული ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

დღეს პრესკონფერენციაზე მან პოლიციის სამხრე კამერით გადაღებული კადრები წარმოადგინა, სადაც ჩხარტიშვილის განმარტებით, დასტურდება, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

ჩხარტიშვილი გეგმავს, რომ მისი საქმის მოსამართლისა და პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრით შესაბამის უწყებებს მიმართოს.