12 იან 2020 18:30 1386

„ბავშვს ხელი ჰკრა და უყვირა, რომ არ მიჰკარებოდა“ - რა შეემთხვა მაკა ჩიჩუას და მის შვილს საახალწლო სოფელში

 

 

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ცოლმა, მაკა ჩაჩუამ, გადაცემაში „შუადღე მთავარ არხზე“, რამდენიმე დღის წინანდელი ისტორია მოყვა.

მისი თქმით, რუსთაველზე სეირნობის დროს მის შვილს ერთ-ერთ ატრაქციონზე თამაში სურდა, როდესაც ხანშიშესულმა ქალმა ხელი ჰკრა და უყვირა. 

„მიუახლოვდა ატრაქციონს. უცებ, ხანშიშესული ქალი გამოხტა, ბავშვს ხელი ჰკრა და უყვირა, რომ არ მიჰკარებოდა, რადგან ფასიანი იყო. ეს ხდება იქ, სადაც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს განწყობა, რომ „მოდით ითამაშეთ“,- აცხადებს ჩაჩუა.