12 იან 2020 18:35 723

„იმე­დი მაქვს, ისევ სა­ო­მა­რი არ გაგ­ვიხ­დე­ბა მო­ძა­ლა­დის დას­ჯა“ - „ბასიანის“ დამფუძნებელი

 

 

იმე­დი მაქვს, ისევ სა­ო­მა­რი არ გაგ­ვიხ­დე­ბა მო­ძა­ლა­დის დას­ჯა - ასე გამოეხმაურა „ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი, დღეს გამთენიისას კლუბთან მომხდარ ინციდენტს.

„ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, თუ ამას კარ­გად ყოფ­ნა ჰქვია, თუმ­ცა უა­რე­სე­ბიც გა­დაგ­ვი­ტა­ნია. მად­ლო­ბა და ბო­დი­ში ყვე­ლას, ვი­საც სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბა bassiani-ს სიყ­ვა­რუ­ლი. #danceordie. პ.ს. იმე­დი მაქვს, ისევ სა­ო­მა­რო არ გაგ­ვიხ­დე­ბა მო­ძა­ლა­დის დას­ჯა", - წერს ნაჯა ორაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას კლუბ „ბასიანთან" სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავა.