12 იან 2020 18:46 1422

„აფთიაქში ფსიქოტროპული აბები მოუთხოვია და უარის შემდეგ ცეცხლი გაუხსნია აფთიაქარისთვის, ლომკაში მყოფს!“ - ვინ არის „ბასიანზე“ დაკავებული კაცი

 

 

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე კლუბ „ბასიანში“ მომხდარ დაჭრის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ბიძინა ჩაჩხიანი, ანუ ის პირი, ვინც ცეცხლი გახსნა „ბასიანზე„ წარსულში რაზეა ნასამართლევი არ გაინტერესებთ ?
აფთიაქში, ვაკეში ფსიქოტროპული აბები მოუთხოვია და უარის მიღების შემდეგ ცეცხლი გაუხსნია აფთიაქარისთვის, ლომკაში მყოფს!

მაგრამ ესეც არ არის მთავარი, 2010 წელს დაკავებული, სავარაუდოდ ამ ხელისუფლების დროს შეუწყალებიათ, ასოციალურ ელემენტებს და მკვლელებს როგორ აკადრებდნენ ციხეს დიდი ხნით ეს ნაგვები?

ჰოდა ახლა ირკვევა რომელმა კომისიამ შეიწყალა ასეთი ფსიქოპატი ვადაზე ადრე!“ - წერს სვანაძე.

 

შეგახსენებთ, რომ კლუბ „ბასიანში“ გვიან ღამით, 3 ადამიანი დაჭრეს.