13 იან 2020 01:12 2546
მსახიობმა მარინა კახიანმა ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში თქვა:
„გადმოდგება ვიღაც ბუა და ნახევარ საქართველოს აშინებს, თითქოს ივანიშვილი ფულს აღარ გვიხდის მსახიობებს. ადრე ასეთ თემებზე საუბარი აკრძალული გვქონდა, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ოჯახი გადაარჩინა. მწერლებს, მსახიობებს, რომელთაც სხვა პროფესია არა გვაქვს, გვერდით დაგვიდგა.
თუნდაც რომ შეგვიწყვიტოს დაფინანსება, რა უფლება მაქვს, ვთქვა, ბიძინა ივანიშვილი ფულს რატომ აღარ მაძლევს-მეთქი. ამდენი წელი რომ გვარჩინა, მადლობლები არ უნდა ვიყოთ?!"