13 იან 2020 11:02 512

დღეს, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

 

 

მსახიობ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. ღონისძიება დღეს, მსახიობის დაბადების დღეზე გაიმართება.

არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს, ვარსკვლავი კი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნება.

„არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი მისი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება. აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

არიადნა შენგელაიას როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალსო არტისტის წოდება.

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია ( „თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვა.