13 იან 2020 11:08 1687

„ცოტა ხანი კიდევ ნუ გახვალთ, გეხვეწებით, რამდენიმე თვე კიდევ გაძელით!!!“ - სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

თავ-ბედს ვიწყევლი, რომ გავხსენი ქუთაისის აეროპორტი, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს.

„იმის მაგივრად, ეს ყოფილიყო იმედის აეროპორტი, ინვესტიციების შემოსვლის აეროპორტი, ახლა მიზის ვიღაც გამოშტერებული ავსტრიელი ოფიცერი იქ და მიმოწმებს, ფეისკონტროლს მიკეთებს.

გამოშტერებულს, ბოდიში, ვიძახი, მაგრამ სინამდვილეში, სწორია ის კაცი, იმიტომ, რომ თავს იცავს მიგრანტებისგან, რადგან, როგორც თავის დროზე ყულევის ციხე იყო, სადაც ლაზიკის პორტი იყო და საიდანაც გოგო-ბიჭები ჩვენს ფეოდალებს გასაყიდად ოსმალეთში და სხვა იმპერიაში გაჰყავდათ, ზუსტად ასევე, ამ ფეოდალს გაჰყავს ჩვენი ახალგაზრდობა და არამარტო ახალგაზრდობა უცხოეთში მუშახელად“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპასთან უვიზო მიმოსვლაც მისი დამსახურებაა.

„ივანიშვილი ყიდის საქართველოს საუკეთესო ნაწილს უცხოეთში. ჩემი ლობირებულია უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ჩემი იდეა იყო, საერთოდ, თავის დროზე, კარლ ბილდტთან და სიკორსკისთან რომ დავჯექით ომის შემდეგ, რა გვექნა. მოვიფიქრეთ აღმოსავლეთის პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ასოციაცია ევროპასთან. თავ-ბედს ვიწყევლი ახლა, რომ გავაკეთე, თავ-ბედს ვიწყევლი. კი მიხარია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე – როდესაც შენ ხალხს ვერ ასაქმებ შენთან, პრაქტიკულად, ის ხალხი ხდება იძულებით წასული მუშახელი უცხოეთისთვის. მინდა, ამ ხალხს ვუთხრა, ცოტა ხანი კიდევ ნუ გახვალთ, გეხვეწებით, რამდენიმე თვე კიდევ გაძელით, ყველაფერი შემოტრიალდება ბოლომდე“,- განაცხადა სააკაშვილმა.