13 იან 2020 11:10 620
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ცრუ-ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
„როგორც ჩანს, „ფეიკ-ნიუსის“ ავტორებმა არ იციან, რა განსხვავებაა პირად დაცვასა და საპატიო ყარაულს შორის. ცერემონიების დროს ჩოხის გამოყენება არის ქართული ტრადიციების პატივისცემა, გარდა იმისა, რომ ეს ცრუ-ინფორმაცია ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ის შეურაცხყოფს ეროვნულ ფასეულობებს და ქართულ ტრადიციებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა მოსთხოვა.