დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილებას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თმობს. პარალელურად, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს, რომელსაც 9 იანვრის შემდეგ იკავებდნენ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, თანამდებობის დატოვების შესახებ დოკუმენტს ხელი თავისი ნებით მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტს ხელი უკვე მოწერილი აქვს და იგი უკვე გადასცეს ოპოზიციას.