13 იან 2020 11:35 1022
გურია კალანდობას, ანუ ძველით ახალ წელს, 12 საათის ნაცვლად, 6 საათით ადრე, 18:00 საათზე შეხვდება, - ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ სოფელ დვაბზუდან აცნობეს, სადაც კალანდის ტრადიციული დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება.
შეიცვალა ამ ღონისძიებების დაწყების დრო იმავე მიზეზით და ის ნაცვლად 22 საათისა დღის 17 საათზე შალვა რადიანის სახლ მუზეუმში დაიწყება და მალევე დასრულდება.
კალანდობის შემდეგ პრეზიდენტი სოფელ შემოქმედში გაემგზავრება სადაც ერთ ერთი მრავალშვილიანი ოჯახიდან საქართველოს მოსახლეობისადმი ძველით ახალი წლის მილოცვას ჩაწერს,რომელსაც პროსახელისუფლებო მედია 12 საათზე გაუშვებს ეთერში, მოგვიანებით კი სასტუმრო "პარაგრაფში" ექს პრემიერ ივანიშვილს ესტუმრება და ძველით ახალ წელს მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტის ვიზიტი გახდა კალანდობის დღესასწაულის ადრე დაწყებისა და დაჩქარებული წესით ჩატარების მიზეზი.
კალანდობა" გურულებისათვის უმაღლესი საერო დღესასწაული - სახელდახელოდ მოწყობილი მარანი, მუცლის სალოცავი და კალანდობა გურიაში - ტრადიციის მიხედვით ყველა ოჯახში კერას ანთებდნენ და ძველი ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდნენ