13 იან 2020 12:18 587

ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს

 

 

სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“, – წერს რუსული მედია.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ შეტყობინება „პარლამენტს“ 12 იანვარს გაუგზავნა. ის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.