13 იან 2020 15:36 530

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს

 

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ე.წ. პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია. სააგენტო “ინტერფაქსის”  ცნობით, გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე დარბაზში დამსწრე 34-მა ე.წ. დეპუტატმა ვალერი ბგანბას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მთლიანობაში, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტში 35 დეპუტატია.

2014 წელს აფხაზეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს, ბგანბა ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა. შემდეგ ოპოზიციამ, რომელსაც ყოფილი ე.წ. ხელმძღვანელი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგომა მოითხოვა და შედეგსაც მიაღწია.

12 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის ფონზე თანამდებობა დატოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერებმა 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.