13 იან 2020 15:49 752
გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა პარლამენტი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას.
„გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. მათი პროკურატურა იყო მიკერძოებული, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ეს არასდროს დაბრუნდება. ჩვენი ხელისუფლება პროკურატურას არასდროს გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ეფექტიანი"
მართალია, კობახიძეს დაავიწყდა, რომ გვარამიასა და ადეიშვილის პროკურატურის სარჩელებს ის მოსამართლეები აკმაყოფილებდნენ, რომლებიც დააწინაურა "ოცნებამ", მაგრამ მთავარია, გენ. პროკურორი იქნება "ოცნების" წიაღიდან ამოსული.
ალია