13 იან 2020 15:54 746

"თუ ცნობილი ხარ "შნირივით" გემსახურება პროკურატურა, თუ ცნობილი არ ხარ - "კიდიხარ"

 

უფლებადამცველი, გიორგი მუხიგულაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"დღეს 18:00 ზე პროკურატურაში თავისივე სურვილით მიდის ცოტნე გამსახურდიას მეუღლე საქმის გასაცნობად.

რა ვერ გავიგე იცით ?
პროკურატურაში განცხადებაზე პროკურორი პასუხს არ გწერს იმიტომ რომ კიდია და პროკურორს უჩივი გენერალურ პროკურატურაში რადგან არ იძიებს საქმეს და იმათაც კიდიხარ

ხოდა ტიპი დაჭრეს მერე დამნაშავეები დააკავეს საქმე გახსნეს და მაინც ოფიციანტებივით იქცევიან პროკურორები მხოლოდ იმიტომ რომ ცნობილი პირია დაზარალებული .
თუ ცნობილი არ ხარ კიდიხარ ყველას და თუ ცნობილი ხარ შნირებივით გემსახურებიან"