13 იან 2020 16:13 675
დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ლავროვთან მოლაპარაკებებზე, საქართველოს წარმომადგენლად ვერ გამოდგა:
„ფაქტია, მინისტრი ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე, რადგან, სხვა რომ არაფერი, ბოლო შეხვედრის შემდეგ, დაგვცინეს კიდეც.
ამიტომ, ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს არ ვიცი, მაგრამ იქნებ მთელმა საქართველომ და ჩვენმა მოსახლეობამ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე ზოგადად.
ვაჩვენოთ ღირსება და რეალური ხმა, ისევე როგორც გავრილოვთან მიმართებაში"