13 იან 2020 16:22 480

ენმ-მმა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.

 

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე:

 

„კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. უმრავლესობის გარეთ დღეს უკვე 48 დეპუტატია. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უმრავლესობაში აღმოჩნდება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც შეაწუხებს სინდისი და არ ჩააგდებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ჩვენს ინიციატივას. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ბოლო შანსი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ნათელი მოეფინოს ამ დანაშაულს“