13 იან 2020 17:14 867

"გაირკვა, რომ მელიამ პარლამენტში შეჭრის დავალება სააკაშვილისგან მიიღო" - ირაკლი კობახიძე

 

ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუს მედიასთან გამოეხმაურა:

 

„ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადოთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან მან საზოგადოებას და სამართალდამცავ ორგანოებს მისცა ჩვეულებრივი აღიარებითი ჩვენება. გაირკვა, რომ როდესაც ნიკანორ მელია აძლევდა ნიშანს საკუთარ აქტივისტებს პარლამენტში შეჭრასთან დაკავშირებით, ეს დავალება სწორედ სააკაშვილისგან მიიღო. აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ ჩვენ სააკაშვილის მხრიდან, ამისთვის მას დიდი მადლობა”