13 იან 2020 17:50 611

გურიაში ზურაბიშვილს ლობიოთი დახვდნენ

 

 

გურიაში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს. ოპოზიცია ამბობს, რომ "სამარცხვინო პრეზიდენტმა" "კალანდობაც კი გადმოწია.
ოპოზიცის თქმით, ზურაბიშვილის მოთხოვნით, გურიაში კალანდობას ექვსი საათით ადრე შეხვდებიან.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული განცხადებები.

გურულები ყველაზე მტკივნეულად პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას აღიქვამენ და პროტესტის გამოხატვის სამი დღის განმავლობაში აპირებენ. სწორედ ამდენ დღეს დაჰქოფს პრეზიდენტი ზურაბიშვილი გურიაში.