13 იან 2020 17:54 774

"ივანიშვილო, ხალხი გადაგივლით და თქვენგან სველი წერტილიც არ დარჩება"

 

პარტია ”კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

“ხელისუფლებავ- ივანიშვილო! ნუ გადარიეთ და ნუ აგიჟებთ ხალხს უსამართლობით, ნუ გადაუარეთ ამ უდანაშაულო მაჩალიკაშვილის ოჯახს, ნუ გადაუარეთ ოჯახებს და სრულიად საქართველოს, თორემ მტერს არ ვუსურვებ, სულ ცოტა ხანში ხალხი თქვენ გადაგივლით, ისე, რომ თქვენგან სველი წერტილიც კი არ დარჩება და ამ პროცესს ვერავინ ვეღარ შეაჩერებს! უსამართლობას ვერავინ აიტანს!!! “