13 იან 2020 17:57 941
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ქართველებს ჯოჯოხეთის არ გვეშინია, რადგან ვიცით რას ნიშნავს ჯოჯოხეთში ცხოვრება – ეს არის სივრცე, სადაც ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება”, მთავარი ოპოზიციური ძალაა “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე ოპოზიციური ძალაა “პატრიოტთა ალიანსი”, ყველაზე ყურებადი არხია “იმედი”; ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სახელმწიფო პიარია ნაცვლიშვილი და ყანდიაშვილი; მოწამეა დეკანოზი მამალაძე, ყველაზე მაღალი “სასულიერო იერარქია” შორენა თეთრუაშვილი, დოლარი 3 ლარამდეა, ტერიტორიები ოკუპირებული…
კიდევ ჩამოვთვალო?
საკმარისია.
ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში, რისი მეორედ მოსვლა უნდა შეგვეშინდეს, პრაქტიკულად მოწამეები ვართ მთელი მოსახლეობა”