13 იან 2020 18:47 860

"პირველად გხოვთ ქართველ ერს დახმარებას, გაუგებარი მოტივით ვარ ციხეში, დამეხმარეთ" - მელორ ვაჩნაძე

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, მელორ ვაჩნაძე, რომელიც საფრანგეთის ციხეში იხდის სასჯელს სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც საკუთარი საკნიდან ჰყვება, თუ რისთვის დააკავეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა:

 

„ბრალად მედება მკვლელობის მცდელობა. ჩემი სახლის მახლობლად, ქალაქ მონპელიეში არის მაღაზია, სადაც მოხდა სროლა. იძახიან, სავარაუდოდ, ქართველები იყვნენო. სამი თვის შემდეგ დამაკავეს მე. დაზარალებული ამბობს, რომ მსროლელი იყო 1.70 სმ სიმაღლისო და მე ვარ 2 მეტრი. ანუ, არ ემთხვევა არაფერი, ასევე აქვთ ვიდეოთვალი მაღაზიაში და შეუძლიათ, გახსნან, მაგრამ მოსამართლე მეუბნება, ვინაიდან აქ ვაქტიურობდი, ჩავატარე აქციები ქართველების მხარდაჭერი, შეიძლება დავეხმარო ამ ადამიანებს მიმალვაში, ან მაქვს რაიმე ინფორმაცია და ვმალავ. ამიტომ ვიხდი სასჯელს გაუგებარი მოტივით, რამე რომ მცდონოდა, აუცილებლად ვიტყოდი, მაგრამ ნამდვილად არ ვყოფილვარ იქ. ეს არის წნეხი, ჩამსვევს ციხეში და ჰგონიათ, თუ რამე ვიცი, ვიტყვი. საჯაროდ ვამბობ, რომ არაფერი ვიცი. მე არ ვარ მსროლელი და უკანონოდ ვიხდი სასჯელს, ამიტომ საფრანგეთის მხარეს ვთხოვ, გაასაჯაროვოს მტკიცებულება, თუ ვარ დამნაშავე, მოვიხდი სასჯელს, მაგრამ თუ არ ვარ, უნდა გამათავისუფლოს. ყველა არასამთავრობოს მოვუწოდებ, მოსთხოვეთ საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, გაასაჯაროოს მტკიცებულება თუ რამე არის ჩემ წინააღმდეგ, ანუ რისთვის ვიხდი სასჯელს, ჩემთვის გაუგებარია… პირდაპირ ვადანაშაულებ საფრანგეთის ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში… ძალიან გთხოვთ, პირველად ვთხოვ ქართველ ერს დახმარებას, მთელი ცხოვრება ვეხმარეობიდი ყველას, ვინც იყო საპატიმროში და იყო ჩაგრული ხელისუფლებისგან… გთხოვთ, მიმართეთ საფრანგეთის საელჩოს…“