13 იან 2020 19:08 595

"სააკაშვილის ინტერვიუ უტიფრობაა, მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობასთან იყვნენ ახლოს"

 

 

გიორგი ვოლსკი, სააკაშვილის ინტერვიუს საპასუხოდ ბრიფინგს მართავს:

 

 

ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და 

სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისმიხეილ 

სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითმან 

პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული 

გამოძიების ლეგიტიმურობაპირდაპირ მიუთითარომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს 

და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას.

 

მან ადრეც გააკეთა განცხადება იმის თაობაზერომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული 

საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დასტურია.

 

უტიფრობაარონ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევიფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით 

დაკავების ორგანიზატორიარაერთი მედია საშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი რუსთავი2“ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედი გარემოზე და მის თავისუფლებაზე

თანაც საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობითრომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში 

ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუშვეს.

 

მიხეილ სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი ნაცმოძრაობის ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები 

უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინოაშკარა წარმატებებს

კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს

მათ შორის მედია თავისუფლების მიმართულებითარც სტრასბურგის 2019 წლის 18 ივლისის სასამართლოს 

გადაწყვეტილების გახსენება სურთ მიტაცებული „რუსთავი2“-ის საქმეზე და არც იმ ფაქტისარომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველადაც 

არ მიიღო“.

 

მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ 

მიზეზსთუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი კავშირის შესახებ.

 

ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება  

განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა“.