13 იან 2020 19:24 653

13 იანვრიდან 7 თებერვლამდე სასიყვარულო ურთიერთობისთვის საუკეთესო პერიოდია

 

 

სიყვარულის დღემდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, თმცა ასტროლოგების ინფორმაციით სიყვარულის პერიოდი უკვე დამდგარია იანვრის თვეში. 13 იანვარს პლანეტა ვენერა, რომელიც სიყვარულის პლანეტადაა ცნობილი, შედის თევზების კოსმოსურ ეტლში, სადაც დარჩება 7 თებერვლამდე.

ასტროლოგიური თვალსაზრისით, ნათქვამია, რომ ვენერა „თევზებში“ ამაღლებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული პლანეტა ძალზე კარგად არის თავსებად ამ ასტროლოგიურ ნიშანში- თევზების ნაზი, მხატვრული, ემოციური ხედვა არის სრულყოფილი და დადებითი გავლენის მომხდენი რომანტიკისთვის.

თევზების ჰოროსკოპულ ციკლში იქნება წლის ყველაზე ნაზი და სიყვარულით აღსავსე პერიოდი. მეცნიერი აღნიშნავს, რომ როდესაც ვენერი შემოდის მგრძნობიარე და მეოცნებე „თევზებში“ საზოგადოების ყოველი წევრი იქნება სიყვარულით აღტყინებული. ვენერასთვის საყვარელი და აღმატებული მომენტია თევზების ეტლში შესვლა და მის ნიშანში განთავსება, რის შემდეგადაც მსოფლიოში სიყვარულის გავრცელების მასშტაბებს საზღვრები არ ექნება.

ასტროლოგები გვეუბნებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში, ყველაფერს რომანტიკა მოიცავს. ისინი საზოგადოებას ურჩევენ, რომ 1 თვის პერიოდი გაატარონ საყვარელ ადამიანებთან. მეცნიერების თქმით, ადამიანები უნდა ეცადონ ამ პერიოდში იყვნენ გულუხვები მეგობრების მიმართ და შექმნან სივრცე თავიანთი ხლოვნებისთვის.