13 იან 2020 19:30 1439

ქართველი კანონიერი ქურდის პროცესი გერმანიისთვის ყველაზე ძვირადღირებული პროცესი იყო

 

გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ უარი თქვა ქართველი „კანონიერი ქურდის“, შედელი (ბესო) ზარანდიას საჩივრის განხილვაზე ბოლო ინსტანციაში, შედეგად ძალაში დარჩა ლიუნებურგის სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად ზარანდიას პატიმრობა აქვს მისჯილი.

ლიუნებურგის სასამართლოს ისტორიაში ეს გახლდათ ყველაზე ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი. ქართველი „კანონიერი ქურდის“ საქმის განხილვა 196 დღე გრძელდებოდა და მხოლოდ თარჯიმანის მომსახურეობისთვის სასამართლომ 1,4 მილიონი ევრო დახარჯა. 

სასამართლო სხდომის დარბაზში განსასჯელს და სხდომის მონაწილე მხარეებს შორის ასევე დაამონტაჟეს ტყვიაგაუმტარი მინა.

სპეციალურად ამ საქმისთვის სასამართლომ მოიწვია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც რუსული მაფიის წარმომავლობას და ამჟამინდელი საქმიანობას სწავლობენ. მათ შორის იყვნენ ექსპერტები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. 

ზარანდიას და მისი თანამზრახველების მრავალტომიან საქმეში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, დევს სწორედ უცხოელი ექსპერტების დასკვნები, რომლებიც რუსულენოვანი დაჯგუფებების მეთოდოლოგიას წლების განმავლობაში აკვირდებიან. მომსახურეობის ხარჯებმა რამდენჯერმე გადააჭარბა კრიმინალური ჯგუფის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობას. საუბარია 450 ათას ევროზე. 

შედელი ზარანდია წარმოშობით ქართველი „კანონიერი ქურდის“, თუმცა ის რუსეთის მოქალაქე გახლავთ. გერმანიაში ის თღლითობის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ორგანიზებული დანასაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს. 

პრაიმტაიმი