13 იან 2020 19:43 1269

"სუსი ჟურნალისტები შარშან რომ ითხოვდით მელორის ინტერვიუს, ახლა მოამზადეთ მასალა"

 

ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"მელორ ვაჩნაძე საფრანგეთის ციხეშია.
იგი დახმარებას ითხოვს და ამბობს რომ იმ მკვლელობას ედავებიან, რომელშიც დანაშაული არ მიუძღვის და სურს მისი საქმე საკნონსულოს ყურამდე მივიდეს და მოახდინონ რეაგირება.
(ამ თემაზე ციხიდან ვიდეოები გამოაქვეყნა )
ყვითლის, წითლის, თუ სუსის ჟურნალისტები დილის ცხრა საათიდან რომ მირეკავდით და მწერდით, შარშანწინ, მელორ ვაჩნაძესთან ინტერვიუ ჩაგვაწერინე ზაზაო, მაშინ, როდესაც სუსის და შსს-ს დავალებით, ბიჭს ცილი დასწამეს და ამ პასკვილის ტირაჟირება, გაუაზრებლად ან გამიზნულად გსურდათ, ახლა მოამზადეთ მასალა მელორის საქმეზე !
ნახევარი წელია იგი საფრანგეთის ციხეშია, გადადით მის ვოლზე და გაიგეთ დეტალები, ვისაც ეს გეხებათ.
მხოლოდ სუსის დავალებებს რომ ასრულებთ/
პოლიტიკური კონტექსტის მიღმა, საქართველოს მოქალაქეე ითხოვს დახმარებას"