13 იან 2020 19:50 1207

"საქართველოში გარდაცვლილი ადამიანები უყვართ... მერაბ ბერაძე აღარავის ახსოვს..."

 

 

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

 

"ამ დღეებში მეტად სამწუხარო ამბავი შევიტყვე, ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მერაბ ბერაძეს თვალის ჩინი დაუკარგავს . ტელეეკრანს მიღმა დარჩენა ძალიან უნერვიულია და მხედველობაც დაუკარგავს. 2 წიგნის, 8 პიესის, 4 სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი, არაერთი კარგი ლექსის შემოქმედი, საქართველოს ტელევიზიის დამსახურებული მუშაკი და არაერთი გადაცემის წამყვანი დღეს ყველასგან დავიწყებულია. მთელი ცხოვრება ტელევიზიას შესწირა და საწყენია რომ მისი გაკეთებული საქმეები არავის ახსოვს. სამწუხაროდ, საქართველოში გარდაცვლილი ადამიანები უყვართ, ქვეყნისთვის თავდადებული ცოცხალი ადამიანები კი არავის ახსოვს."