14 იან 2020 10:08 607
თბილისში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტაქსი შეეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც სავარაუდოდ ნასვამი იყო.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.