14 იან 2020 10:13 776
14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 16-17 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსამდე გათბება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია, შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.